ბაჭია ქეთო — ნაქსოვი სათამაშოს უფასო სქემა

მოგესალმებით მეგობრებო, გიზიარებთ რუსუდანის (რუსას ხელნაკეთი ნივთები) გოგონა “ბაჭია ქეთო”-ს სქემას. აქვე გაცნობებთ, რომ “კურდღელი კოტე”-ს სქემაც მზადდება და მომავალ კვირას გახდება ხელმისაწვდომი სათამაშოების ქსოვის მოყვარულებისთვის.

*გთხოვთ აღნიშნულ სქემას ნუ გაავრცელებთ ავტორის ან წყაროს მითითების გარეშე


ბაჭია ქეთო

ბაჭიას მოსაქსოვად დაგვჭირდება:

— ორი სხვადასხვა ფერის ძაფი ტანისთვის და სამოსისთვის. მე გამოვიყენე ALIZE VELLUTO 55 (თეთრი) — 2 გორგალი და
ALIZE VELLUTO 340 (ვარდისფერი პუდრა) — 1 გორგალი

— ძაფი სახის ფორმირებისთვის და გასაფორმებლად — ALIZE COTTON GOLD ფერი 60 (შავი)

— ყაისნაღი №5 (ვქსოვ მჭიდროდ)

— თვალები 18მმ და ცხვირი 15*20მმ (შეგიძლიათ გაუკეთოთ უფრო დიდი ზომის)

— წებო (ვიყენებ მომენტ კრისტალს გამჭვირვალეს)

— ხელოვნური წამწამები (ერთს ვჭრი ორად). თუ თვალებს ბრტყელი კიდე აქვს, წამწამები პირდაპირ თვალის კიდეზე შეგიძლიათ მიაწებოთ. ხოლო თუ მახვილი კიდე აქვს, ჯერ თვალის უკანა მხარეს მიაწებეთ ფეტრისგან გამოჭრილი ნახევარ რკალი და შემდგომ ამ ფეტრის კიდეზე მიაწებეთ წამწამები რათა წებომ არ დააზიანოს თვალები.

გამოყენებული აბრევიატურების განმარტება

ამ — ამიგურუმის მარყუჟი
სნგ — სვეტი ნამატის გარეშე
დმ — დამატება (ერთ თვალში ამოვქსოვთ ორ სვეტს ნამატის გარეშე)
დკ — დაკლება (ორ თვალში ერთდროულად ამოვქსოვთ ერთ სვეტს ნამატის გარეშე (ვიღებთ მხოლოდ თვლების წინა კედელს))
თვ — თვალი
ჰთ — ჰაეროვანი თვალი


ბაჭიას ხელები

ვქსოვთ თეთრი (ძირითადი ფერის) ძაფით

1 რიგი: ამ + 4 სნგ = 4 თვ

2 რიგი: 4 დმ = 8 თვ

3-12 რიგები: 8 სნგ

ხელის ნახევარი შევავსოთ სინტეფონით, შემდეგ ნაქსოვის ბოლო ორად მოვკეცოთ და შევაერთოთ 4 სვეტით ნამატის გარეშე

ყურები

ვქსოვთ თეთრი (ძირითადი ფერის) ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3 რიგი: (1 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 18 თვ

4 რიგი: (2 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 24 თვ

5-6 რიგები: 24 სნგ

7 რიგი: (დკ + 10 სნგ) * 2 ჯერ = 22 თვ

8 რიგი: 22 სნგ

9 რიგი: (დკ + 9 სნგ) * 2 ჯერ = 20 თვ

10 რიგი: 20 სნგ

11 რიგი: (დკ + 8 სნგ) * 2 ჯერ = 18 თვ

12 რიგი: 18 სნგ

13 რიგი: (დკ + 7 სნგ) * 2 ჯერ = 16 თვ

14 რიგი: 16 სნგ

15 რიგი: (დკ + 6 სნგ) * 2 ჯერ = 14 თვ

16 რიგი: 14 სნგ

17 რიგი: (დკ + 5 სნგ) * 2 ჯერ = 12 თვ

18 რიგი: 12 სნგ

19 რიგი: (დკ + 4 სნგ) * 2 ჯერ = 10 თვ

20 რიგი: 10 სნგ

ნაქსოვის ბოლო მოვკეცოთ ორად და შევაერთოთ 5 სვეტით ნამატის გარეშე

კუდი

ვქსოვთ თეთრი (ძირითადი ფერის) ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3 რიგი: 12 სნგ

4 რიგი: 6 დკ = 6 თვ

— მოქსოვილ კუდს დავუტოვოთ ძაფი შემდგომ ტანზე მისაკერებლად, შევავსოთ ცოტა სინტეფონით

ფეხები

ვიწყებთ ვარდისფერი (განსხვავებული ფერის) ძაფით ფაჩუჩის ფორმირებას

1 რიგი: 5 ჰთ + ყაისნაღიდან მეორე ჰაეროვან თვალში 3 სნგ + 2 სნგ + ბოლო თვალში 3 სნგ + 2 სნგ (ვქსოვთ წრეზე ფაჩუჩის ძირის მისაღებად) = 10 თვ

2 რიგი: (3 დმ + 2  სნგ) * 2 ჯერ = 16  თვ

3 რიგი: ((1 სნგ + დმ) * 3 ჯერ + 2 სნგ) * 2 ჯერ = 22 თვ

4-6 რიგები: 22 სნგ

7 რიგი: 3 დკ + 2 სნგ + (1 სნგ + დკ) * 3 ჯერ + 5 სნგ = 16 თვ

8 რიგი: 2 დკ + 2 სნგ + (1 სნგ + დკ) * 2 ჯერ = 12 თვ 

— აქ დავასრულებთ რიგს ვარდისფერი ძაფით და დავიწყებთ ახალ რიგს თეთრი ფერის ძაფით. ვარდისფერი ძაფი არ გადავჭრათ და გამოვიტანოთ ნაქსოვის წინა მხარეს. ფეხის მე-9 რიგის დასრულების შემდეგ ვარდისფერი ძაფით თვლების მხოლოდ წინა კედელში ამოქსოვთ 12 სნგ-ს.

ჯერ ვქსოვთ მე-9 რიგს თეთრი (ძირითადი ფერის) ძაფით და შემდეგ ამავე რიგში ამოვქსოვთ 12 სნგ-ს ვარდისფერი (განსხვავებული ფერის) ძაფით.

9 რიგი: თვლების უკანა კედელში ამოვქსოვთ 12 სნგ (თეთრი ძაფით)

— კარგად გავტენოთ სინტეპონით

10-13 რიგები: 12 სნგ

14 რიგი: 5 სნგ + დკ + 5 სნგ = 11 თვ

15 რიგი: 11 სნგ

16 რიგი: 5 სნგ + დკ + 4 სნგ = 10 თვ

17 რიგი: 10 სნგ

— სინტეფონით შევავსოთ მუხლებამდე. ნაქსოვის ბოლო მოვკეცოთ ორად და შევაერთოთ 5 სვეტით ნამატის გარეშე

ბაჭიას ტანი

ტანის ქსოვას ვიწყებთ თეთრი (ძირითადი ფერის) ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3 რიგი: (1 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 18 თვ

4 რიგი: (2 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 24 თვ

5 რიგი: (3 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 30 თვ

6 რიგი: (4 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 36 თვ

7 რიგი: ამოვქსოვთ ფეხთან ერთად (ფეხი ჩავაქსოვოთ დაწყებული ქუსლის მხრიდან) 5სნგ + 13 სნგ + ამოვქსოვთ ფეხთან ერთად (დაწყებული წვერის მხრიდან) 5სნგ + 13 სნგ

ფეხებს აქვთ წინა და უკანა მხარე, ამიტომ ქსოვისას ყურადღება მივაქციოთ რომ ფეხის წვერები ერთი მიმართულებით იყოს მიმართული

8 რიგი: 30 სნგ, გადმოგვაქვს რიგის დასაწყისი

9 რიგი: გადავდივართ ვარდისფერ ძაფზე 36 სნგ

10 რიგი: თვლების უკანა კედელში ამოვქსოვოთ 36 სნგ

11 რიგი: 36 სნგ

12 რიგი: (4 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 30 თვ

13-15 რიგები: 30 სნგ

16 რიგი: (3 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 24 თვ

17-19 რიგები: 24 თვ

20 რიგი: (2 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 18 თვ

21 რიგი: 4(3) სნგ + ამოვქსოვოთ ხელთან ერთად 4 სნგ + 5 სნგ + ამოვქსოვოთ ხელთან ერთად 4 სნგ + 1(2) სნგ (ხელებს ვამაგრებთ ფეხების სიმეტრიულად)

22 რიგი: გადავდივართ თეთრ ძაფზე 18 სნგ

ბაჭია "ქეთო"

თავი

ქსოვას ვაგრძელებთ თეთრი ძაფით

23 რიგი: 18 სნგ

24 რიგი: 18 დმ = 36 თვ

— ტანს მჭიდროდ ვავსებთ სინტეფონით

25-31 რიგები: 36 სნგ

32 რიგი: (4 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 30 თვ

33 რიგი: 30 სნგ

34 რიგი: (3 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 24 თვ

35 რიგი: (7 სნგ + ამოვქსოვოთ ყურთან ერთად 5 სნგ) * 2 ჯერ (ყურებს ვამაგრებთ ხელების სიმეტრიულად)

— ვამაგრებთ თვალებს და ცხვირს

36 რიგი: (2 სნგ, დკ)*6 ჯერ = 18 თვ

— ვავსებთ თავს სინტეფონით მჭიდროდ

37 რიგი: (1 სნგ, დკ)*6 ჯერ = 12 თვ

38 რიგი: 6 დკ = 6 თვ

— ვხურავთ თვლებს (თავს)

ახლა თავის ფორმირების დროა, ვეცადოთ მივანიჭოთ სასურველი ფორმა. გავუკეთოთ წარბები და პირი (მე ვიყენებ შავი ფერის ALIZE COTTON GOLD-ს).

— ტანის მე-10 რიგში ვქსოვთ კაბას:
თვლების წინა კედელში ამოვქსოვთ 36 დმ = 72 თვ და ვაერთებთ რიგს, მეორე რიგში ვქსოვთ (1 სვეტი ნამატით, 1 დამატება სვეტით ერთი ნამატით) * 36 ჯერ = 108 თვ. მესამე რიგს ვქსოვთ უკუ ქსოვით – “რაჩი შაგ” (Рачьи шаг).

— მივაკეროთ კუდი.

ბაჭიას საყელო

საყელოს ქსოვას ვიწყებთ თეთრი ძაფით

ვაკეთებთ სასურველი სიგრძის ჰაეროვანი თვლების ჯაჭვს. ყაისნაღიდან მე-3 თვალში ვიწყებთ სვეტებს ერთი ნამატით ქსოვას რიგის ბოლომდე; ბოლოში ვქსოვთ სამ ჰაეროვან თვალს და ვაერთებთ ნაქსოვის დასაწყისთან. შეგიძლიათ მორთოთ ვარდისფერი ძაფით.
საყელო მზად არის და დროა გავუკეთოთ ბაჭიას. ძაფის ბოლოები შევაერთოთ საყელოს შესაკრავად, დარჩენილი ძაფი გადავჭრათ საჭირო სიგრძეზე და დავმალოთ.


მოქსოვილია Helene Janzer 2-ის მასტერკლასის მიხედვით

“ბაჭია ქეთო” ნაქსოვი სათამაშოს ქართული სქემის ავტორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მისი გვერდების საშუალებით სოციალურ ქსელებში:
Facebook: რუსას ხელნაკეთი ნივთები • Rusa’s Handmade | Facebook
Instagram: RUSA’s Workshop (@rusasworkshop) • Instagram

კომენტარის დატოვება