მიწოდება და დაბრუნება

500₾-დან შეკვეთებზე შესაძლებელია საქართველოს საფოსტო სერვის ცენტრამდე უფასო მიწოდების სერვისით სარგებლობა.


მიმდინარე პირობების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარის მეშვეობით ან დაგვიტოვეთ სმს შეტყობინება და მაღაზიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ დღის განმავლობაში.

მიწოდების შესახებ

შეკვეთების საქართველოს ფოსტის საკურიერო სერვისით მიწოდება საქართველოს მასშტაბით

1. შეუკვეთე და აირჩიე სასურველი მიწოდების მეთოდი

2. ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება

3. დაელოდე გზავნილის შეკვეთაში მითითებულ მისამართზე მიწოდებას

4. "მოკითხვამდე" სერვისით გზავნილს მიიღებ საფოსტო სერვის ცენტრში

სტანდარტული გზავნილები

სტანდარტულია გზავნილი, რომლის საერთო წონა არ აღემატება 3,5კგ შეფუთულ მდგომარეობაში, ხოლო მოცულობა 1მx 1მx1მ

"მოკითხვამდე"

საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში მიღება
7 0,01-დან 3,5კგ-მდე ნებისმიერი ღირებულების გზავნილებისთვის*
  • შეკვეთა იგზავნება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით სამუშაო დღეებში, დილის 8:00 საათზე
  • გზავნილს მიიღებთ თქვენი მისამართის მომსახურე საფოსტო სერვის ცენტრში, გაგზავნიდან მეორე დღეს
  • გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიწოდება 3-5 სამუშაო დღეში არაუგვიანეს 17:00 საათისა.**
    სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის, სტეფანწმინდის, დუშეთის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულები.
  • გზავნილს გაგზავნისას ენიჭება საკონტროლო კოდი
  • გზავნილის ადგილმდებარეობის/სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია gpost.ge საიტზე საკონტროლო კოდის მეშვეობით
  • 500₾ და მეტი ღირებულების შეკვეთის უფასო მიწოდება თქვენი მისამართის მომსახურე საფოსტო სერვის ცენტრამდე (წონის მიუხედავად)
პოპულარული

მისამართზე მიწოდება

სტანდარტული (ერთი ვიზიტი)
8
50
შეკვეთის მინიმალური ღირებულება 50₾
წონა 3,5კგ-მდე
  • შეკვეთა იგზავნება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით სამუშაო დღეებში, დილის 8:00 საათზე
  • გზავნილის მიწოდებას კურიერი ახორციელებს გაგზავნიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში (არაუგვიანეს 20:00 სთ)
  • გზავნილს გაგზავნისას ენიჭება საკონტროლო კოდი
  • გზავნილის ადგილმდებარეობის/სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია gpost.ge საიტზე საკონტროლო კოდის მეშვეობით
  • თავის დაზღვევის მიზნით შესაძლოა დამატებითი სერვისით სარგებლობა შეკვეთის გაფორმების მომენტში. იხილეთ დამატებითი სერვისები.

დამატებითი სერვისები

გადაცვლა ან პროდუქციის დაბრუნება

შეძენილი პროდუქცია ვიზუალურად მოწმდება გაგზავნამდე. თუ იგი დაზიანდა ტრანსპორტირებისას და მისი გამოყენება შეუძლებელია, ასევე თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეცდომით, გთხოვთ გვაცნობოთ ფაქტის დადგომისთანავე, რათა შევძლოთ დროული რეაგირება.

იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეკვეთის შესაბამისად და მომხმარებლის მიზეზით ხდება მისი გადაცვლა ან დაბრუნება, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • შეძენილი პროდუქტი უნდა იყოს მის ორიგინალურ მდგომარეობაში
  • გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში
  • პროდუქციის გადაცვლის ტრანპორტირების ღირებულება ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ
  • დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მყიდველისთვის ანაზღაურება მოხდება მაღაზიის მიერ ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების გამოკლებით
  • მომხმარებლის მიერ პროდუქციის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საწყობის მისამართზე ქალაქ ოზურგეთში

შეძენილი პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება არ ხდება თუ სრულდება ჩამოთვლილიდან ერთი პირობა მაინც:

  • პროდუქტი გამოყენებულია
  • პროდუქტის/ეტიკეტის დაზიანება მოხდა შეკვეთის მომხმარებლისთვის ჩაბარების შემდეგ
  • შეკვეთის ჩაბარებიდან გასულია 14 კალენდარული დღე
  • არ არის შეძენილი ჩვენს მაღაზიაში

გჭირდება დახმარება?

  • +995 593 465 465
  • Messenger
  • whatsapp icon WhatsApp
  • support@easygeorgia.ge

გამოგვყევი:

ხშირად დასმული კითხვები

ჩემი შეკვეთა ჯერ არ მიმიღია. სად არის?

თუ თქვენი შეკვეთა გამოგზავნილია საქართველოს ფოსტის სერვისებით, სტატუსის შემოწმებას შეძლებთ გზავნილის საკონტროლო კოდის მეშვეობით. თუ არ გაქვთ აღნიშნული ინფორმაცია - დაგვიკავშირდით

რომელ დღეებში არ ხდება მიწოდება?

შეკვეთის მიწოდება არ ხდება კვირა დღეს და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ დასვენების დღეებში.

შემიძლია შეკვეთის საფოსტო განყოფილებაში აღება?

შეკვეთის საფოსტო განყოფილებაში ასაღებად, შეძენისას აირჩიეთ საქართველოს ფოსტის "მოკითხვამდე" სერვისი და მიუთითეთ იმ სერვის ცენტრის მისამართი, რომელშიც გსურთ გზავნილის მიღება

თუ არ დავხვდი კურიერს მისამართზე, ან ვერ ხერხდება ჩემთან დაკავშირება რა მოხდება?

კურიერი მისამართზე ვიზიტს ახორციელებს ერთჯერადად, რისთვისაც მისამართზე მისვლამდე უკავშირდება ადრესატს.

თუ გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდება ადრესატის მიზეზით, დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ შესაძლებელია:

  • გზავნილის უახლოეს საფოსტო სერვის ცენტრში გადამისამართება 5 ან 15 კალენდარული დღით - მიწოდების ღირებულების 20%
  • განმეორებითი ვიზიტის მოთხოვნა - მიწოდების ღირებულების 50%

თუ მისამართი არ არის მითითებული სრულად და ადრესატი არ პასუხობს, ან ადრესატის საკ. ნომერი მითითებულია შეცდომით და დაკავშირება შეუძლებელია, გზავნილი ბრუნდება საკურიერო სერვისის საწყობში ან გამგზავნთან (მაღაზიას).

როდესაც ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება, მაღაზია იტოვებს უფლებას გზავნილი გადაამისამართოს შეკვეთაში მითითებული მისამართის მომსახურე საფოსტო სერვის ცენტრში 5 ან 15 კალენდარული დღით.
თუ ადრესატმა ამ ვადის განმავლობაში ჩაიბარა გზავნილი, მან უნდა აუნაზღაუროს მაღაზიას გაწეული დამატებითი ხარჯი (მიწოდების ღირებულების 20%).

დაყოვნების ვადის გასვლის შემდეგ, ჩაუბარებელი გზავნილი ბრუნდება მაღაზიის საწყობში და შეკვეთა ცხადდება "ჩაშლილად".
მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს პროდუქციის ღირებულების დაბრუნება მაღაზიის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლებით ყიდვის მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

როგორ მოვიქცე თუ შეკვეთაში არასწორი ინფორმაცია მივუთითე?

შეცდომის აღმოჩენისთანავე დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარის მეშვეობით დღის განმავლობაში; თუ შეკვეთა ფორმდება ღამე, გთხოვთ მოგვწეროთ სმს შეტყობინება, რათა დროულად დაგიკავშირდეთ დღის საათებში. შეცდომის კორექტირება გამოგზავნამდე არ იწვევს დამატებით ხარჯებს.

საქსოვი ძაფების ონლაინ მაღაზია იზი

ქსოვა ერთერთი საყვარელი ჰობია დიდებისთვის და პატარებისთვის, ბევრისთვის შემოსავალის წყაროცაა. ჩვენი ონლაინ მაღაზია ქსოვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძინოს საიტზე წარმოდგენილი პროდუქცია ფიზიკურ მაღაზიებში ვიზიტის გარეშე; ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შესაძლებელია დროში შეუზღუდავად გაეცნოთ პროდუქციის ასორტიმენტსა და მახასიათებლებს. სახელწოდების მეშვეობით მარტივად მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში, გაუზიაროთ მეგობრებს და იკითხოთ რჩევა კონკრეტულ პროდუქტზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დატოვოს უკუკავშირი და გაუზიაროს სხვას გამოცდილება შეძენილ ნივთებთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.