ჟირაფი “ჟორჟი” — ნაქსოვი სათამაშოს უფასო სქემა

მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ რუსუდანის (რუსას ხელნაკეთი ნივთები) ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამუშევრის — ჟირაფი “ჟორჟი” ნაქსოვი სათამაშოს უფასო სქემა, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია ჩვენს საიტზე ყველა მსურველისთვის ვისაც მოეწონა ჟორჟი.

*გთხოვთ აღნიშნულ სქემას ნუ გაავრცელებთ ავტორის ან წყაროს მითითების გარეშე

ჟირაფი ჟორჟი

ჟირაფი “ჟორჟი” მოქსოვილია Alize Cotton Gold საქსოვი ძაფებით და 2 მმ ზომის ყაისნაღით. თქვენი ქსოვის სიმჭიდროვის მიხედვით შეგიძლიათ აიღოთ უფრო წვრილი ან მსხვილი ზომის ყაისნაღი.

გამოყენებული აბრევიატურების განმარტება

ამ — ამიგურუმის მარყუჟი

სნგ — სვეტი ნამატის გარეშე

დამატება — ერთ თვალში ვქსოვთ ორ სვეტს

დაკლება — ორ თვალში ერთდროულად ამოვქსოვთ ერთ სვეტს ნამატის გარეშე (თვლების მხოლოდ წინა კედელს ვიღებთ)

ჟირაფის რქები

ვიწყებთ განსხვავებული ფერის ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი

2 რიგი: 6 დამატება –  გახდება 12 თვალი

3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ  – გახდება 18 თვალი

4-6 რიგები: 18 სნგ

7 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 12 თვალი

8 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*4 ჯერ – გახდება 8 თვალი

ვცვლით ძიღითადი ფერის ძაფზე

9-15 რიგები: 8 სნგ

ვავსებთ ცოტა სინტეპონით

ყურები

ვქსოვთ ძირითადი ფერის ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი

2 რიგი: (1 სნგ + დამატება)*3 ჯერ –  გახდება 9 თვალი

3 რიგი: 9 სნგ

4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 12 თვალი

5 რიგი: 12 სნგ

6 რიგი: (3 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 15 თვალი

7-8 რიგები: 15 სნგ

9 რიგი: (4 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 18 თვალი

10-11 რიგები: 18 სნგ

12 რიგი: (5 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 21 თვალი

13-14 რიგები: 21 სნგ

დავკეცოთ ორად და შევაერთოთ სვეტებით ნამატის გარეშე

ხელები და ფეხები

ვიწყებთ განსხვავებული ფერის ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი

2 რიგი: 6 დამატება –  გახდება 12 თვალი

3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი

4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი

5 რიგი: (3 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი

6-8 რიგები: 30 სნგ

9 რიგი: (3 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი

10 რიგი: (2 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი

11 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 12 თვალი

ვცვლით ძირითადი ფერის ძაფზე

ფეხებისთვის 12-38 რიგები 12 სნგ

ხელებისთვის 12-31 რიგები 12 სნგ

ბოლოები კარგად გავტენოთ სინტეპონით, ხოლო ვიწრო ნაწილი ოდნავ, მხოლოდ ფორმის მისაცემად. დავკეცოთ ორად და შევაერთოთ სვეტებით ნამატის გარეშე.

თავი

ვიწყებთ განსხვავებული ფერის ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი

2 რიგი: 6 დამატება – გახდება 12 ტვალი

3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი

4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი

5 რიგი: (3 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი

6 რიგი: 30 სნგ

7 რიგი: (4 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი

8-12 რიგები: 36 სნგ

ვცვლით ძირითადი ფერის ძაფზე

13-16 რიგები: 36 სნგ

17 რიგი: (5 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 42 თვალი

18-23 რიგები: 42 სნგ

24 რიგი: (5 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი

25 რიგი: 36 სნგ

26 რიგი: (4 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი

27 რიგი: 30 სნგ

28 რიგი: (3 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი

29 რიგი: (2 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი

30 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 12 თვალი

31 რიგი: 6 დაკლენა – გახდება 6 თვალი

გავტენოთ სინტეპონით და დავხუროთ თვლები

თვალები 10 მმ მიამაგრეთ სანამ დახურავთ თავს.

მიაკერეთ ყურები და რქები.

ტანი

ვქსოვთ ძირითადი ფერის ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი

2 რიგი: 6 დამატება – გახდება 12 თვალი

3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი

4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი

5 რიგი: (3 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი

6 რიგი: (4 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი

7 რიგი: (5 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 42 თვალი

8 რიგი: (6 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 48 თვალი

9 რიგი: (7 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 54 თვალი

10-20 რიგები: 54 სნგ (ფეხებს ჩავაქსოვთ მე-11 რიგში)

21 რიგი: (7 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 48 თვალი

22-24 რიგები: 48 სნგ

25 რიგი: (6 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 42 თვალი

26-28 რიგები: 42 სნგ

29 რიგი: (5 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი

30-31 რიგები: 36 სნგ

32 რიგი: (4 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი

33-35 რიგები: 30 სნგ (ხელებს ჩავაქსოვთ 33 რიგში)

36 რიგი: (3 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი

37-51 რიგები: 24 სნგ

გავტენოთ სინტეპონით და მივაკეროთ თავი. ლაქები შეიძლება ქსოვის დროს ჩააქსოვოთ ან შემდგომ ცალკე მოქსოვოთ და მიაკეროთ.

სათამაშო ჟირაფი ჟორჟი

ჟირაფი “ჟორჟი” ნაქსოვი სათამაშოს უფასო სქემის ავტორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მისი გვერდების საშუალებით სოციალურ ქსელებში:
Facebook: რუსას ხელნაკეთი ნივთები • Rusa’s Handmade | Facebook
Instagram: RUSA’s Workshop (@rusasworkshop) • Instagram

კომენტარის დატოვება