
მოგესალმებით,
ბლოგის ამ ჩანაწერში მსურს ჩვენი ონლაინ მაღაზიის ახალი ვებსაიტის ცვლილებების შეჯამება.
ონლაინ მაღაზიის უკეთესი ფუნქციონირებისთვის მოხდა ინტერნეტმაღაზიის სრული განახლება. შეიცვალა დიზაინი, დაემატა ფუნქციები და მოხდა მისი ოპტიმიზაცია.
ახალი ფუნქციებიდან საიტზე შეგხვდებათ “დინამიური ფასდაკლებები”, რაც ნიშნავს პროდუქტზე სხვადასხვა სიდიდის ფასდაკლებას შესაძენი რაოდენობის მიხედვით. ასეთი ნივთების გვერდზე მოცემულია ცხრილი შესაბამისი ინფორმაციით.
მაღაზიაში შეხვდებით პროდუქტებს, რომლებსაც არ ემატება მიწოდების ღირებულება. მაგალითად: ხელნაკეთი ნივთები, სათამაშოები. ასეთი ნივთების აღწერაში ნახავთ მწვანე წარწერას “უფასო მიწოდება”.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ ერთ შეკვეთაში არის ნივთი უფასო მიწოდებით და სხვა ნივთები, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება ( მაგალითად: ძაფები), შეკვეთას ჩვეულებრივ დაემატება მიწოდების ღირებულება. იმის მიუხედავად, რომ ნივთები ერთ შეკვეთაშია, მაღაზიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება მათი ცალცალკე გამოგზავნის შესახებ, რათა პროდუქტი ადრესატს უცვლელი მდგომარეობით ჩაბარდეს. აღნიშნული ინფორმაცია გეცნობებათ წინასწარ.
ვინაიდან ვებსაიტი სრულად განახლდა, ძველ ანგარიშებში შესვლა არ არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში შექმენით ახალი ანგარიში, რისთვისაც დაგჭირდებათ მოქმედი ელფოსტის მისამართი და პაროლის შეყვანა. გთხოვთ რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციოთ შეყვანილი ელფოსტის სისწორეს, ვინაიდან შეცდომები იწვევს რიგ უხერხულ მომენტებს, როგორც თქვენთვის ისე მაღაზიისთვის.
სათამაშოების სქემები და სხვა პროექტები ხელმისაწვდომი იქნება განყოფილებაში — “პროექტები”. ხოლო სიახლეები, რჩევები, თემატური სტატიები და სხვა მსგავსი ჩანაწერები — ბლოგში.