კურდღელი კოტე — ნაქსოვი სათამაშოს საავტორო სქემა

მოგესალმებით, გიზიარებთ რუსუდანის (რუსას ხელნაკეთი ნივთები) ვაჟკაცის “კურდღელი კოტე”-ს სქემას. რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენ საიტზე ყველა ქსოვის მოყვარულისთვის.

*გთხოვთ აღნიშნულ სქემას ნუ გაავრცელებთ ავტორის ან წყაროს მითითების გარეშე


ბაჭია კოტე

კურდღელი კოტეს მოსაქსოვად დაგვჭირდება:

— ორი სხვადასხვა ფერის ძაფი ტანისთვის და სამოსისთვის. მე გამოვიყენე ALIZE VELLUTO 87 (ნაცრისფერი) — 2 გორგალი და
ALIZE VELLUTO 218 (ცისფერი) — 1 გორგალი

— ძაფი სახის ფორმირებისთვის და გასაფორმებლად — ALIZE COTTON GOLD ფერი 60 (შავი)

ძაფი ფეხსაცმლისთვის და კბილებისთვის ALIZE VELLUTO 55 (თეთრი)

ყაისნაღი №5 (ვქსოვ მჭიდროდ)

თვალები 22 მმ და ცხვირი 17*22 მმ 

ღილი 15 მმ

ხოლო სტაფილოს მოსაქსოვად დაგვჭირდება:

ALIZE COTTON GOLD 83 (ნარინჯისფერი)

ALIZE COTTON GOLD 126 (ხასხასა მწვანე)

ALIZE COTTON GOLD 493 (ყავისფერი)

— ყაისნაღი №2

გამოყენებული აბრევიატურების განმარტება

ამ — ამიგურუმის მარყუჟი
სნგ — სვეტი ნამატის გარეშე
დმ — დამატება (ერთ თვალში ამოვქსოვთ ორ სვეტს ნამატის გარეშე)
დკ — დაკლება (ორ თვალში ერთდროულად ამოვქსოვთ ერთ სვეტს ნამატის გარეშე (ვიღებთ მხოლოდ თვლების წინა კედელს))
თვ — თვალი
ჰთ — ჰაეროვანი თვალი


კურდღლის ხელები

ვქსოვთ ნაცრისფერი ძაფით

1 რიგი: ამ + 4სნგ = 4 თვ

2 რიგი: 4 დმ = 8 თვ

3-13 რიგები: 8 სნგ

ხელის ნახევარი შევავსოთ სინტეფონით, შემდეგ ნაქსოვის ბოლო ორად მოვკეცოთ და შევაერთოთ 4 სვეტით ნამატის გარეშე

ყურები

ვქსოვთ ნაცრისფერი ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3 რიგი: (1 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 18 თვ

4 რიგი: (2 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 24 თვ

5-6 რიგები: 24 სნგ

7 რიგი: (დკ + 10 სნგ) * 2 ჯერ = 22 თვ

8 რიგი: 22 სნგ

9 რიგი: (დკ + 9 სნგ) * 2 ჯერ = 20 თვ

10 რიგი: 20 სნგ

11 რიგი: (დკ + 8 სნგ) * 2 ჯერ = 18 თვ

12 რიგი: 18 სნგ

13 რიგი: (დკ + 7 სნგ) * 2 ჯერ = 16 თვ

14 რიგი: 16 სნგ

15 რიგი: (დკ + 6 სნგ) * 2 ჯერ = 14 თვ

16 რიგი: 14 სნგ

ნაქსოვის ბოლო მოვკეცოთ ორად და შევაერთოთ 7 სვეტით ნამატის გარეშე, ძაფი ძირში არ მოვჭრათ – დავტოვოთ საკმარისი მისაკერებლად

კუდი

ვქსოვთ ნაცრისფერი ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3 რიგი: 12 სნგ

4 რიგი: 6 დკ = 6 თვ

— მოქსოვილ კუდს დავუტოვოთ ძაფი შემდგომ ტანზე მისაკერებლად, შევავსოთ ცოტა სინტეფონით


ფეხები

ვიწყებთ თეთრი ძაფით (ფეხსაცმლის ძირებიდან)

1 რიგი: 5 ჰთ + ყაისნაღიდან მეორე ჰაეროვან თვალში 3 სნგ + 2 სნგ + ბოლო თვალში 3 სნგ + 2 სნგ = 10 თვ (ვქსოვთ წრეზე)

2 რიგი: (3 დმ +2  სნგ) * 2 ჯერ = 16  თვ

3 რიგი: ((1 სნგ + დმ) * 3 ჯერ + 2 სნგ) * 2 ჯერ = 22 თვ

4 რიგი: თვლების უკანა კედელში ამოვქსოვოთ 22 სნგ
— ძაფი დავამაგროთ და გადავჭრათ

5 რიგი: ცისფერი ძაფით რიგს ვიწყებთ ქუსლის შუიდან 22 სნგ

6 რიგი: 22 სნგ

7 რიგი: 6 სნგ + 5 დკ + 6 სნგ = 17 თვ

8 რიგი: 4 სნგ + 5 დკ + 3 სნგ = 12 თვ
ძაფი არ გადავჭრათ და გამოვიტანოთ ნაქსოვის წინა მხარეს 

9 რიგი: ნაცრისფერი ძაფით თვლების უკანა კედელში ამოვქსოვოთ 12 სნგ. შემდეგ თვლების წინა კედელში ცისფერი ძაფით ამოვქსოვოთ 12 სნგ
— ძაფი დავამაგროთ და გადავჭრათ

— ფეხსაცმლის ზონარებს ვაკეთებთ თეთრი ძაფით

10-13 რიგები: ნაცრისფერი ძაფით 12 სნგ
— დავამაგროთ და გადავჭრათ ძაფი

14 რიგი: ცისფერი ძაფით თვლების წინა კედელში ამოვქსოვოთ 12 დმ = 24 თვ

15-16 რიგები: 24 სნგ. ერთ ფეხზე დავამაგროთ და გადავჭრათ ძაფი. მეორე ფეხზე ძაფი არ გადავჭრათ. სხვა ძაფით ორივე ფეხი შუაში შევაერთოთ 3 შემაერთებელი თვალით, ორივე ფეხზე დარჩება 42 თავისუფალი თვალი. შევავსოთ ფეხები სინტეფონით.

კურდღელი კოტე - ფეხები, ტანი, სტაფილო

ტანი

ვაგრძელებთ ქსოვას ცისფერი ძაფით

17 რიგი: დაწყებული იმ ადგილიდან სადაც არ გადავჭერით ძაფი – ორივე ფეხზე ვქსოვთ 42 სნგ

18-21 რიგები: 42 სნგ

22 რიგი: (5 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 36 თვ

23-25 რიგები: 36 სნგ

26 რიგი: (4 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 30თვ

27-28 რიგები: 30 სნგ
— ძაფს არ ვჭრით და გამოგვაქვს ნაქსოვის წინ

29 რიგი: გადავდივართ ნაცრისფერ ძაფზე. თვლების უკანა კედელში ამოვქსოვოთ 30 სნგ. ქსოვის დასრულების შემდეგ თვლების წინა კედელში ამოვქსოვოთ ცისფერი ძაფით 30 სნგ, ძაფს არ ვჭრით და ვაგრძელებთ სამხრეს (ბრეტელის) ქსოვას: ვქსოვთ 30 ჰაეროვან თვალს, ყაისნაღიდან მე-3 თვალიდან ვქსოვთ 26 სვეტს ერთი ნამატით, ვამაგრებთ წელზე და გადავჭრით ძაფს. სამხრე გადავატაროთ მხარზე და დავამაგროთ ღილით წელზე წინა მხრიდან

ვაგრძელებთ ქსოვას ნაცრისფერი ძაფით

30-33 რიგები: 30 სნგ

34 რიგი: 6 სნგ + ხელთან ერთად 4 სნგ + 11 სნგ + ხელთან ერთად 4 სნგ + 5 სნგ = 30 თვ

35 რიგი: (3 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 24 თვ

36 რიგი: (2 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 18 თვ

37 რიგი: (1 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 12 თვ

— ტანი შევავსოთ სინტეფონით

თავი

38 რიგი: (1 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 18 თვ

39 რიგი: 18 დმ = 36 თვ

40 რიგი: 11 სნგ + (დმ + 3 სნგ) * 5 ჯერ + 1 დმ + 4 სნგ = 42 თვ

41-47 რიგები: 42 სნგ

48 რიგი: 11 სნგ + (დკ + 3 სნგ) * 5 ჯერ + 1 დკ + 4 სნგ = 36 თვ

49 რიგი: (4 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 30 თვ

50 რიგი: 30 სნგ

51 რიგი: (3 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 24 თვ

— თვალებს 22 მმ ვამაგრებთ დაახლოებით 48 რიგის შემდეგ. ქსოვის დასრულების მერე თვალების ზემოთ ნაცრისფერი ძაფით ვაკეთებთ ქუთუთოებს.

ცხვირს 22*17 მმ ვამაგრებთ დაახლოებით 46 რიგის შემდეგ.

52 რიგი: (2 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 18 თვ

— თავი შევავსოთ სინტეფონით

53 რიგი: (1 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 12 თვ

54 რიგი: 6 დკ = 6 თვ

— ვხურავთ თვლებს (თავს)

ნაქსოვის ბოლო (ყურები) მოვკეცოთ ორად და მივაკეროთ თავზე. იმისათვის რომ კურდღლის ყურებმა ლამაზად დაიჭიროს ფორმა, ერთმანეთზე მივამაგროთ ყურების შუა ნაწილით.

დროა ფორმა მივცეთ თავს, შეძლებისდაგვარად ვანიჭებთ სასურველ ფორმას; ვუკეთებთ წარბებს და პირს (მე ვიყენებ ძაფს ALIZE COTTON GOLD 60 შავი ფერის), თეთრი ძაფით ALIZE VELLUTO 55 ვუკეთებთ კბილებს. მივაკეროთ კუდი.

სტაფილო (ვაჟკაცის ხმალი)

ვქსოვთ ნარინჯისფერი ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 სნგ

3 რიგი: (1 სნგ + დმ) * 3 ჯერ = 9 თვ

4 -6 რიგები: 9 სნგ

7 რიგი: (2 სნგ + დმ) * 3 ჯერ = 12 თვ

8-10 რიგები: 12 სნგ

11 რიგი: (3 სნგ + დმ) * 3 ჯერ = 15 თვ

12-14 რიგები: 15 სნგ

15 რიგი: (4 სნგ + დმ) * 3 ჯერ = 18 თვ

16-18 რიგები: 18 სნგ

19 რიგი: (5 სნგ + დმ) * 3 ჯერ = 21 თვ

20-22 რიგები: 21 სნგ

23 რიგი: (6 სნგ + დმ) * 3 ჯერ = 24 თვ

24-31 რიგები: 24 სნგ

32 რიგი: (2 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 18 თვ

— ვავსებთ სინტეფონით

33 რიგი: (1 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 12 თვ

34 რიგი: 6 დკ = 6 თვ

— ვხურავთ თვლებს (სტაფილოს თავს)

მწვანე ძაფით

მოვქსოვოთ 15 ჰთ და ყაისნაღიდან მეორე თვალიდან ამოვქსოვოთ 6 შემაერთებელი თვალი. შემდეგ მოვქსოვოთ 9 ჰთ და ყაისნაღიდან მეორე თვალიდან ამოვქსოვოთ 8 შემაერთებელი თვალი. პატარა ტოტების ბოლო თვლები და ძირითადი ტოტის თვალი შევაერთოთ შემაერთებელი თვალით და კიდევ მოვქსოვოთ 6 შემაერთებელი თვალი.

— “ვატრიალებთ ნაქსოვს და ვქსოვთ 8 სნგ ისე, რომ ვაყოლებთ წინა რიგის თვლებს მთლიანად. შემდეგ ვქსოვთ 7 ჰთ, ყაისნაღიდან მეორე თვალიდან ამოვქსოვთ 6 შემაერთებელ თვალს. შემდეგ ვქსოვთ 9 ჰთ, ყაისნაღიდან მეორე თვალიდან ამოვქსოვთ 8 შემაერთებელ თვალს. პატარა ტოტების ბოლო თვლები და ძირითადი ტოტის თვალი შევაერთოთ შემაერთებელი თვალით და კიდევ მოვქსოვოთ 6 შემაერთებელი თვალი.” — ვიმეორებთ კიდევ 6 ჯერ. პატარა ტოტები შეგიძლიათ მოქსოვოთ სხვადასხვა ზომის.

დავახვიოთ ნაქსოვი და გავკეროთ პატარა ტოტებამდე. მოქსოვილი ფოთლები მივაკეროთ სტაფილოს.

ყავისფერი წვრილი ძაფით შეგვიძლია პატარა ზოლების გაკეთება სტაფილოსთვის.

ქამარს ვქსოვთ ყავისფერი ძაფით. ვაკეთებთ ჯაჭვს 150 ჰაეროვანი თვალისგან. ყაისნაღიდან მეორე თვალიდან ამოვქსოვთ სვეტებს ნამატის გარეშე რიგის ბოლომდე.

უკვე მოქსოვილი სტაფილო დავკიდოთ ქამარზე.

ბაჭიები

“კურდღელი კოტე” სქემის ავტორია “რუსას ხელნაკეთი ნივთები”
კითხვების შემთხვევაში ავტორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალური ქსელების საშუალებით:
Facebook: რუსას ხელნაკეთი ნივთები • Rusa’s Handmade | Facebook
Instagram: RUSA’s Workshop (@rusasworkshop) • Instagram

კომენტარის დატოვება