ნაქსოვი სათამაშო ჟირაფი ჟორჟი

ნაქსოვი ჟირაფი ჟორჯის სქემა

მოგესალმებით, მინდა გაგიზიაროთ რუსუდანის (რუსას ხელნაკეთი ნივთები) ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამუშევრის — ჟირაფი “ჟორჟი” ნაქსოვი სათამაშოს სქემა, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია ჩვენს საიტზე ყველა მსურველისთვის ვისაც მოეწონა ჟორჟი.

*გთხოვთ აღნიშნულ სქემას ნუ გაავრცელებთ ავტორის ან წყაროს მითითების გარეშე

ჟირაფი “ჟორჟი” მოქსოვილია Alize Cotton Gold საქსოვი ძაფებით და 2 მმ ზომის ყაისნაღით. თქვენი ქსოვის სიმჭიდროვის მიხედვით შეგიძლიათ აიღოთ უფრო წვრილი ან მსხვილი ზომის ყაისნაღი.

გამოყენებული აბრევიატურების განმარტება

ამ — ამიგურუმის მარყუჟი

სნგ — სვეტი ნამატის გარეშე

დამატება — ერთ თვალში ვქსოვთ ორ სვეტს

დაკლება — ორ თვალში ერთდროულად ამოვქსოვთ ერთ სვეტს ნამატის გარეშე (თვლების მხოლოდ წინა კედელს ვიღებთ)

ჟირაფის რქები

ვიწყებთ განსხვავებული ფერის ძაფით

  • 1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი
  • 2 რიგი: 6 დამატება – გახდება 12 თვალი
  • 3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 4-6 რიგები: 18 სნგ
  • 7 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 12 თვალი
  • 8 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*4 ჯერ – გახდება 8 თვალი

ვცვლით ძიღითადი ფერის ძაფზე

  • 9-15 რიგები: 8 სნგ

ვავსებთ ცოტა სინტეპონით

ყურები

ვქსოვთ ძირითადი ფერის ძაფით

  • 1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი
  • 2 რიგი: (1 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 9 თვალი
  • 3 რიგი: 9 სნგ
  • 4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 12 თვალი
  • 5 რიგი: 12 სნგ
  • 6 რიგი: (3 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 15 თვალი
  • 7-8 რიგები: 15 სნგ
  • 9 რიგი: (4 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 10-11 რიგები: 18 სნგ
  • 12 რიგი: (5 სნგ + დამატება)*3 ჯერ – გახდება 21 თვალი
  • 13-14 რიგები: 21 სნგ

დავკეცოთ ორად და შევაერთოთ სვეტებით ნამატის გარეშე

ხელები და ფეხები

ვიწყებთ განსხვავებული ფერის ძაფით

  • 1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი
  • 2 რიგი: 6 დამატება – გახდება 12 თვალი
  • 3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი
  • 5 რიგი: (3 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი
  • 6-8 რიგები: 30 სნგ
  • 9 რიგი: (3 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი
  • 10 რიგი: (2 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 11 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 12 თვალი

ვცვლით ძირითადი ფერის ძაფზე

  • ფეხებისთვის 12-38 რიგები 12 სნგ
  • ხელებისთვის 12-31 რიგები 12 სნგ

ბოლოები კარგად გავტენოთ სინტეპონით, ხოლო ვიწრო ნაწილი ოდნავ, მხოლოდ ფორმის მისაცემად. დავკეცოთ ორად და შევაერთოთ სვეტებით ნამატის გარეშე.

თავი

ვიწყებთ განსხვავებული ფერის ძაფით

  • 1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი
  • 2 რიგი: 6 დამატება – გახდება 12 ტვალი
  • 3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი
  • 5 რიგი: (3 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი
  • 6 რიგი: 30 სნგ
  • 7 რიგი: (4 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი
  • 8-12 რიგები: 36 სნგ

ვცვლით ძირითადი ფერის ძაფზე

  • 13-16 რიგები: 36 სნგ
  • 17 რიგი: (5 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 42 თვალი
  • 18-23 რიგები: 42 სნგ
  • 24 რიგი: (5 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი
  • 25 რიგი: 36 სნგ
  • 26 რიგი: (4 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი
  • 27 რიგი: 30 სნგ
  • 28 რიგი: (3 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი
  • 29 რიგი: (2 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 30 რიგი: (1 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 12 თვალი
  • 31 რიგი: 6 დაკლენა – გახდება 6 თვალი

თვალები 10 მმ მიამაგრეთ სანამ დახურავთ თავს.

გავტენოთ სინტეპონით და დავხუროთ თვლები

მიაკერეთ ყურები და რქები.

ტანი

ვქსოვთ ძირითადი ფერის ძაფით

  • 1 რიგი: ამ + 6 სნგ – გახდება 6 თვალი
  • 2 რიგი: 6 დამატება – გახდება 12 თვალი
  • 3 რიგი: (1 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 18 თვალი
  • 4 რიგი: (2 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი
  • 5 რიგი: (3 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი
  • 6 რიგი: (4 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი
  • 7 რიგი: (5 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 42 თვალი
  • 8 რიგი: (6 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 48 თვალი
  • 9 რიგი: (7 სნგ + დამატება)*6 ჯერ – გახდება 54 თვალი
  • 10-20 რიგები: 54 სნგ (ფეხებს ჩავაქსოვთ მე-11 რიგში)
  • 21 რიგი: (7 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 48 თვალი
  • 22-24 რიგები: 48 სნგ
  • 25 რიგი: (6 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 42 თვალი
  • 26-28 რიგები: 42 სნგ
  • 29 რიგი: (5 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 36 თვალი
  • 30-31 რიგები: 36 სნგ
  • 32 რიგი: (4 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 30 თვალი
  • 33-35 რიგები: 30 სნგ (ხელებს ჩავაქსოვთ 33 რიგში)
  • 36 რიგი: (3 სნგ + დაკლება)*6 ჯერ – გახდება 24 თვალი
  • 37-51 რიგები: 24 სნგ

გავტენოთ სინტეპონით და მივაკეროთ თავი. ლაქები შეიძლება ქსოვის დროს ჩააქსოვოთ ან შემდგომ ცალკე მოქსოვოთ და მიაკეროთ.