გადაცვლა ან პროდუქტის დაბრუნება
შეძენილი პროდუქცია ვიზუალურად მოწმდება გამოგზავნამდე. თუ იგი დაზიანდა ტრანსპორტირებისას და მისი გამოყენება შეუძლებელია, ასევე თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეცდომით, გთხოვთ გვაცნობოთ ფაქტის დადგომისთანავე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები.
იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეკვეთის შესაბამისად და მომხმარებლის მიზეზით ხდება მისი გადაცვლა ან დაბრუნება, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- შეძენილი პროდუქტი უნდა იყოს მის ორიგინალურ მდგომარეობაში
- გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში
- პროდუქციის გადაცვლის ტრანსპორტირების ღირებულება ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ
- დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მყიდველისთვის ანაზღაურება მოხდება მაღაზიის მიერ ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების გამოკლებით
- მომხმარებლის მიერ პროდუქციის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საწყობის მისამართზე ქალაქ ოზურგეთში
შეძენილი პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება არ ხდება თუ სრულდება ჩამოთვლილიდან ერთი პირობა მაინც:
- პროდუქტი გამოყენებულია
- პროდუქტის/ეტიკეტის დაზიანება მოხდა შეკვეთის მომხმარებლისთვის ჩაბარების შემდეგ
- შეკვეთის ჩაბარებიდან გასულია 14 კალენდარული დღე
- არ არის შეძენილი ჩვენს მაღაზიაში
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.