ფლორისტული ლენტი

Original price was: 3.50 ₾.Current price is: 2.50 ₾.ცალი

წონა 0.1 კგ
ზომები არ არის
რაოდენობა ფასი ფასდაკლება
5-10 2.20  ცალი 0.30 
11-20 2.00  ცალი 0.50 
21+ 1.50  ცალი 1.00 
აღწერა

ფლორისტული ლენტი გამოიყენება თაიგულების დამზადებისას, რომლის იაფ ალტერნატივად “სკოჩს” იყენებენ. ფლორისტული ლენტი თვალში საცემი არაა და თაიგულის იერს მაქსიმალურად ბუნებრივს ტოვებს, შესაძლებელია ტოტების ერთმანეთზე გადაბმა განსხვავებული კომპოზიციის შესაქმნელად, ისე რომ იერი არ დავუკარგოთ.

გარდა ამისა, ფლორისტულ ლენტას ხშირად იყენებენ ხელსაქმეში, ნაქსოვი და სხვა ხელოვნური მცენარეებისა თუ ყვავილების კომპოზიციების შესაქმნელად.

ფლორისტული ლენტი, შესაძლებლობას გვაძლევს მავთულს მივცეთ მწვანე ან ყავისფერი ფერი და ამავდროულად არ დავუკარგოთ დრეკადობა.

ყვავილების გარდა გამოიყენება გვირგვინების და სხვადასხვა აქსესუარების დამზადებისას სადაც ვიყენებთ მავთულებს. მავთული შეიძლება იყოს როგორც ხელსაქმის, რომელიც საგალანტერიოებში იყიდება, ასევე სპილენძის ან სხვა (სამშენებლო მაღაზიებიდან).

გარდა ამისა, ფლორისტული ლენტი გამოგადგებათ სახლის მცენარეებისთვის, სადაც იყენებთ “ჯოხებს” ან სხვა სიმყარისთვის ჩარჭობილ ღერძს, რომ თვალშისაცემი არ იყოს.

ფლორისტული ლენტი არ არის ჩვეულებრივი წებოვანი ლენტივით წებოვანი. ეს არის კრეპის ქაღალდი, რომელიც ისეა დამზადებული, რომ ოდნავ გაწელვის შემდეგ მავთულზე თუ მცენარეზე დახვევისას, თითებით გათბობის დროს საკმარისი სიწეპოვნე გამოიმუშავოს.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

ტრანსპორტირება & მიწოდება

შეუკვეთე და აირჩიე სასურველი მიწოდების მეთოდი

ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება

ა) გზავნილის ს/ც-ში ასახვის შემდეგ მიიღებ სმს შეტყობინებას

ბ) მისამართზე მიწოდებისას დაგიკავშირდება კურიერი

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

მიწოდება ყველგან სადაც საქართველოა

  • შეკვეთების გაგზავნა ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო დღეებში, შესაძლებლობის შემთხვევაში შაბათსაც.
  • გზავნილის მიწოდებას კურიერი ახორციელებს გაგზავნიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში (არაუგვიანეს 20:00 სთ).
  • "მოკითხვამდე" გზავნილს მიიღებთ თქვენი მისამართის მომსახურე საფოსტო სერვის ცენტრში, გაგზავნიდან მეორე სამუშაო დღეს.
  • გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიწოდება 3-5 სამუშაო დღეში არაუგვიანეს 17:00 საათისა.
    სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის, სტეფანწმინდის, დუშეთის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულები.
  • გზავნილს გაგზავნისას ენიჭება საკონტროლო კოდი, რომელიც შეგიძლიათ გაიგოთ ცხელ ხაზზე დარეკვით.
  • გზავნილის ადგილმდებარეობის/სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია gpost.ge საიტზე საკონტროლო კოდის მეშვეობით ან ჩვენთან დაკავშირებით.
  • *დაზღვევის მიზნით შესაძლოა საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით სარგებლობა შეკვეთის გაფორმების მომენტში: ორვიზიტიანი მომსახურება და ჩაუბარებელი გზავნილის ს/ც-ში გადამისამართება.
DELIVO
გადაცვლა ან პროდუქტის დაბრუნება

შეძენილი პროდუქცია ვიზუალურად მოწმდება გამოგზავნამდე. თუ იგი დაზიანდა ტრანსპორტირებისას და მისი გამოყენება შეუძლებელია, ასევე თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეცდომით, გთხოვთ გვაცნობოთ ფაქტის დადგომისთანავე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები.

იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეკვეთის შესაბამისად და მომხმარებლის მიზეზით ხდება მისი გადაცვლა ან დაბრუნება, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • შეძენილი პროდუქტი უნდა იყოს მის ორიგინალურ მდგომარეობაში
  • გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში
  • პროდუქციის გადაცვლის ტრანსპორტირების ღირებულება ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ
  • დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების მყიდველისთვის ანაზღაურება მოხდება მაღაზიის მიერ ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების გამოკლებით
  • მომხმარებლის მიერ პროდუქციის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საწყობის მისამართზე ქალაქ ოზურგეთში

შეძენილი პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება არ ხდება თუ სრულდება ჩამოთვლილიდან ერთი პირობა მაინც:

  • პროდუქტი გამოყენებულია
  • პროდუქტის/ეტიკეტის დაზიანება მოხდა შეკვეთის მომხმარებლისთვის ჩაბარების შემდეგ
  • შეკვეთის ჩაბარებიდან გასულია 14 კალენდარული დღე
  • არ არის შეძენილი ჩვენს მაღაზიაში