ზოგადი დებულებები

1.1 წინამდებარე ოფერტა წარმოადგენს შპს „იზი“-ს (შემდგომში „გამყიდველი“) საქონლის დისტანციურად, ანუ ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება”) დადების ოფიციალურ წინადადებას და განათავსებს საჯარო ოფერტას (წინადადებას) გამყიდველის ოფიციალურ საიტზე «https://easygeorgia.ge» (შემდგომში – „ინტერნეტ-საიტი“).

1.2 მყიდველის მიერ გამყიდველის წინადადების, საქონლის ყიდვა-გაყიდვის ელექტრონული ხელშეკრულების დადების, სრული და უპირობო მიღების მომენტად (აქცეპტად) მიიჩნევა მყიდველის მიერ შეკვეთის ღირებულების გადახდის ფაქტი წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იმ ვადებში და ღირებულებით, რომელიც მითითებულია გამყიდველის ინტერნეტ-საიტზე.

ტერმინთა განმარტება

2.1 წინამდებარე ოფერტში, თუ კონტექსტით სხვა რამ არაა ნაგულისხმევი, ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

* “საქონელი“ – საქსოვი ძაფები, ტანსაცმელი, აქსესუარები, საქსოვი და საკერავი მოწყობილობები, ხელნაკეთი და თანხმლები ნივთები;

* “ინტერნეტ-მაღაზია“ – საქართველოს კანონის “ელექტრონული კომერციის შესახებ“ შესაბამისად, საქონლის წარდგენის ან რეალიზაციის, სამუშაოს ან მომსახურების გაწევის საშუალება ელექტრონული გარიგების მეშვეობით;

* “გამყიდველი“ – კომპანია, რომელიც ყიდის ინტერნეტ-საიტზე წარმოდგენილ საქონელს;

* “მყიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო გამყიდველთან ხელშეკრულება ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად;

* “შეკვეთა“ – საქონლის ჩამონათვალიდან შერჩეული გარკვეული პოზიციები, რომელიც მიუთითა მყიდველმა შეკვეთის განთავსებისა და გადახდის შესრულებისას.

ხელშეკრულების საგანი

3.1 გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრებაში საქონელი, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის ღირებულება და მიიღოს საქონელი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს საქონლის ყიდვა-გაყიდვას ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით, მათ შორის:

  • მყიდველის მიერ საქონლის ნებაყოფლობით შერჩევას ინტერნეტ-მაღაზიაში;
  • მყიდველის მიერ შეკვეთის დამოუკიდებლად გაფორმებას ინტერნეტ-მაღაზიაში;
  • მყიდველის მიერ შეკვეთის ღირებულების გადახდას, რომელიც გაფორმებული იყო ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით;
  • შეკვეთის დამუშავებას და მყიდველის საკუთრებაში საქონლის გადაცემას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ხელშეკრულების გაფორმების წესი

4.1 მყიდველს აქვს უფლება გააფორმოს შეკვეთა ნებისმიერ საქონელზე, რომელიც წარმოდგენილია ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე და რომელიც არის ხელმისაწვდომი;

4.2 თითოეული პოზიცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს შეკვეთაში ნებისმიერი რაოდენობით;

4.3 საწყობში საქონლის არ არსებობის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია აცნობოს მყიდველს ამის შესახებ (ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით);

4.4 საქონლის საწყობში არ არსებობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს შეცვალოს ის ანალოგიური საქონლით, უარი თქვას ამ საქონელზე, გააუქმოს შეკვეთა.

შეკვეთის გადახდის წესი

5.1 ნაღდი ანგარიშწორებით გადახდა ხორციელდება ლარებში კურიერისთვის ფულადი სახსრების გადაცემის გზით საქონლის მიღების დროს;

5.2 უნაღდო ანგარიშწორება ხორციელდება ინტერნეტ-მაღაზიის საიტიდან ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას;

5.3 ფულადი სახსრების არ მიღების შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა.

შეკვეთის მიწოდების პირობები

6.1 ინტერნეტ-მაღაზიაში შეძენილი საქონლის მიწოდება ხორციელდება საკურიერო სამსახურის მიერ ან საწყობიდან მყიდველის მიერ გატანით.

მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

7.1 გამყიდველს აქვს უფლება:

– ცალმხრივად შეაჩეროს მომსახურების გაწევა წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

7.2 მყიდველი ვალდებულია:

– დროულად გადაიხადოს და მიიღოს შეკვეთა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად.

7.3 მყიდველს აქვს უფლება:

– გააფორმოს შეკვეთა ინტერნეტ-მაღაზიაში;

– გააფორმოს ელექტრონული ხელშეკრულება;

– მოითხოვოს გამყიდველისგან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება.

მხარეების პასუხისმგებლობა

8.1 მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა წინამდება ხელშეკრულების პირობების შესრულებისთვის ან არასათანადოდ შესრულებისთვის იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

8.2 გამყიდველს არ ეკისრება პასუხისმგებლობა:

– მომწოდებლის მიერ საქონლის გარეგნული იერსახის ცვლილებისთვის;

– საქონლის ფერთა გამის უმნიშვნელო შეუსაბამობისთვის, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს საქონლის ორიგინალისგან მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული მოდელების მონიტორების ფერთა განსხვავებული გადაცემის გამო;

– შეკვეთის გაფორმების დროს მყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსზე და უტყუარობაზე;

– მომსახურების გაწევის დაყოვნებაზე და შეფერხებაზე (შეკვეთის დამუშავება და საქონლის მიწოდება), რომელიც ხდება იმ მიზეზების გამო, რომელიც არის მისი კონტროლის სფეროს მიღმა;

– მართლსაწინააღმდეგო უკანონო ქმედებისთვის, რომელსაც მყიდველი ახორციელებს ინტერნეტ ქსელში აღნიშნული წვდომის მეშვეობით;

– მყიდველის მიერ მესამე პირებისთვის თავისი ქსელური იდენტიფიკატორების – IP, MAC-მისამართის, მომხმარებლის და პაროლის მესამე პირებისთვის გადაცემისთვის.

8.3 მყიდველი, რომელიც იყენებს მისთვის მინიჭებულ წვდომას ინტერნეტ ქსელზე, პირადად აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მიყენებულია მისი ქმედებით (პირადად, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მისი მომხმარებლით და პაროლით იმყოფებოდა სხვა პირი) პირებისთვის ან მათი ქონებისთვის, იურიდიული პირებისთვის ან სახელმწიფოსთვის.

8.4 დაუძლეველი პირობების დადგომის შემთხვევაში, მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის დაუძლეველ პირობებში იგულისხმება მოვლენები, რომელთაც აქვს საგანგებო, გაუთვალისწინებელი ხასიათი, რომლებიც გამორიცხავენ ან ობიექტურად ხელს უშლიან წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებას, რომელთა დადგომა მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ გაეთვალისწინებინათ ან თავიდან აეცილებინათ გონივრული გზით.

8.5 მხარეები მაქსიმუმ ძალისხმევას იყენებენ ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტისთვის მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

სხვა პირობები

9.1 ინტერნეტ-მაღაზია იტოვებს უფლებას ცალმხრივი წესით შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში მისი წინასწარ საიტზე https://easygeorgia.ge განთავსების პირობით;

9.2 ინტერნეტ-მაღაზია შექმნილია საქონლის დისტანციურად გაყიდვის ორგანიზების შესაძლებლობისთვის ინტერნეტის მეშვეობით;

9.3 მყიდველი აგებს პასუხს შეკვეთის გაფორმების დროს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობაზე. ამასთან, აქცეპტის განხორციელების დროს (შეკვეთის გაფორმება და შემდგომი საქონლის ღირებულების გადახდა) მყიდველი უპირობოდ ეთანხმება პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, თანახმად საქართველოს კანონის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“.

9.4 მყიდველის მიერ ინტერნეტ-მაღაზიაში გაფორმებული შეკვეთის ღირებულების გადახდა ნიშნავს მყიდველის სრულ თანხმობას ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (საჯარო ოფერტი) პირობებთან.

9.5 მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტობრივი თარიღი არის პირობების მიღების თარიღი საქართველოს კანონის „ელექტრონული კომერციის შესახებ“ შესაბამისად.

9.6 ინტერნეტ-მაღაზიის რესურსის გამოყენება საქონლის წინასწარი დათვალიერებისთვის, ასევე შეკვეთის გაფორმებისთვის მყიდველისთვის არის უფასო.

9.7 ინფორმაცია, რომელსაც წარადგენს მყიდველი არის კონფიდენციალური. ინტერნეტ-მაღაზია გამოიყენებს ინფორმაციას მყიდველის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთის დამუშავების მიზნებისთვის, მყიდველისთვის შეტყობინებების გასაგზავნად, საქონლის მიწოდებისთვის, ურთიერთანგარიშწორების განხორციელებისთვის და სხვა ქმედებებისთვის წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად.

9.8 უპირატესობა ენიჭება ოფერტის ქართულენოვან ვერსიას.

საქონლის დაბრუნების წესი

10.1 შეძენილი პროდუქცია ვიზუალურად მოწმდება გაგზავნამდე. თუ იგი დაზიანდა ტრანსპორტირებისას და მისი გამოყენება შეუძლებელია, ასევე თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეცდომით, მყიდველი უნდა დაუკავშირდეს მაღაზიას რათა აცნობოს ამის შესახებ და მიიღოს ზომები.

10.2 იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეკვეთის შესაბამისად და მომხმარებლის მიზეზით ხდება მისი გადაცვლა ან დაბრუნება, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • შეძენილი პროდუქტი უნდა იყოს მის ორიგინალურ მდგომარეობაში
  • გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ყიდვის დღის ჩაუთვლელად
  • პროდუქციის გადაცვლის ტრანპორტირების ღირებულება ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ
  • დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება მოხდება მაღაზიის მიერ ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების გამოკლებით
  • მომხმარებლის მიერ პროდუქციის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საწყობის მისამართზე ქალაქ ოზურგეთში

10.3 შეძენილი პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება არ ხდება თუ სრულდება ჩამოთვლილიდან ერთი პირობა მაინც:

  • პროდუქტი გამოყენებულია
  • პროდუქტის/ეტიკეტის დაზიანება მოხდა შეკვეთის მომხმარებლისთვის ჩაბარების შემდეგ
  • შეკვეთის ჩაბარებიდან გასულია 14 კალენდარული დღე
  • არ არის შეძენილი ჩვენს მაღაზიაში

ხელშეკრულების მოქმედების ვადა

11.1 ელექტრონული ხელშეკრულება ითვლება დადებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირმა რომელმაც მიმართა წინადადებით ასეთი ხელშეკრულების დადებაზე მიიღო პასუხი ამ წინადადების მიღებაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

11.2 ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე ეს ხელშეკრულება შეიძლება იყოს გაუქმებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქონლის ფაქტობრივი მიწოდების მომენტამდე ფულადი სახსრების დაბრუნების გზით;

11.3 მხარეებს აქვს უფლება ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობლის შემთხვევაში და შემთხვევებში რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

განახლებულია: 2020 წლის 5 ივლისი