მოგესალმებით, გიზიარებთ რუსუდანის (რუსას ხელნაკეთი ნივთები) უსაყვარლესი ზღარბუნიას სქემას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენ საიტზე ყველა ქსოვის მოყვარულისთვის.

*გთხოვთ აღნიშნულ სქემას ნუ გაავრცელებთ ავტორის და წყაროს მითითების გარეშე

ზღარბუნია — ნაქსოვი სათამაშოს საავტორო სქემა

ზღარბუნიას მოსაქსოვად დაგვჭირდება რამდენიმე საქსოვი ძაფი: ტანისთვის, ეკლებისთვის, ცხვირისთვის. მე გამოვიყენე:

— ALIZE VELLUTO 62 (ღია კრემისფერი) ბიჭი ზღარბუნიას ტანისთვის — 2 გორგალი

— ALIZE VELLUTO 60 (შავი) -— ცხვირისთვის

— ALIZE DIVA BATIK 1900 (ნაცრისფერი ბატიკი) ეკლებისთვის — 1 გორგალი

— ძაფი სახის ფორმირებისთვის და გასაფორმებლად ALIZE COTTON GOLD 60 (შავი)

— ყაისნაღი №5 – 5.5 – 6 (ვქსოვ ძალიან მჭიდროდ)

— თვალები 16 მმ

— სინტეფონი 100-200 გრამი

გამოყენებული აბრევიატურების განმარტება

ამ — ამიგურუმის მარყუჟი
სნგ — სვეტი ნამატის გარეშე
დმ — დამატება (ერთ თვალში ამოვქსოვთ ორ სვეტს ნამატის გარეშე)
დკ — დაკლება (ორ თვალში ერთდროულად ამოვქსოვთ ერთ სვეტს ნამატის გარეშე (ვიღებთ მხოლოდ თვლების წინა კედელს))
თვ — თვალი
ჰთ — ჰაეროვანი თვალი

ცხვირი

ვქსოვთ შავი ფერის ძაფით

გოგონასთვის
1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ
2 რიგი: 6 სნგ

ან

ბიჭისთვის
1 რიგი:
ამ + 6 სნგ = 6 თვ
2 რიგი: (1 სნგ + დმ)3 ჯერ = 9 თვ 3 რიგი: (1 სნგ + დკ)3 ჯერ = 6 თვ

— რიგს ვასრულებთ შემაერთებელი თვალით და ვტოვებთ საკმარისი სიგრძის ძაფს შემდგომ ცხვირის თავზე მისაკერებლად

ხელები ( 2 ცალი )

ვქსოვთ კრემისფერი ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3-4 რიგები: 12 სნგ

5 რიგი: დკ + 10 სნგ = 11 თვ

6 რიგი: დკ + 9 სნგ = 10 თვ

7-9 რიგები: 10 სნგ

10 რიგი: დკ + 8 სნგ = 9 თვ

11-14 რიგები: 9 სნგ

— ხელის ნახევარი შევავსოთ სინტეფონით, შემდეგ ნაქსოვის ბოლო ორად მოვკეცოთ და შევაერთოთ 4 სვეტით ნამატის გარეშე. დავხუროთ თვალი

ფეხები ( 2 ცალი )

ვქსოვთ კრემისფერი ძაფით

1 რიგი: 6 ჰთ (თვალი ყაისნაღზე არ ითვლება)

2 რიგი: ვქსოვთ წრეზე, დაწყებული ყასნარისგან მეორე თვალიდან 4 სნგ + დმ 3 თვალისგან (ერთ თვალში ამოვქსოვთ 3 სნგ-ს) + 3 სნგ + დმ იმ თვალში რომლიდანაც ამოვქსოვეთ პირველი სნგ = 12 თვ

3 რიგი: დმ + 3 სნგ + 3 დმ + 3 სნგ + 2 დმ = 18 თვ

4 რიგი: 1 სნგ + დმ + 4 სნგ + დმ + 3 სნგ + დმ + 4 სნგ + დმ + 2 სნგ = 22 თვ

5-6 რიგები: 22 სნგ

7 რიგი: 6 სნგ + (დკ + სნგ) * 4 ჯერ + 4 სნგ = 18 თვ

8 რიგი: 5 სნგ + 4 დკ + 5 სნგ = 14 თვ

9 რიგი: 4 სნგ + 3 დკ + 4 სნგ = 11 თვ

— შევავსოთ სინტეფონით

10-16 რიგები: 11 თვ

— შეგიძლიათ ნახევრამდე კიდევ შეავსოთ სინტეფონით, შემდეგ ნაქსოვის ბოლო ორად მოვკეცოთ და შევაერთოთ 5 სვეტით ნამატის გარეშე. დავხუროთ თვალი

ტანი

ვქსოვთ კრემისფერი ძაფით

1 რიგი: ამ + 6 სნგ = 6 თვ

2 რიგი: 6 დმ = 12 თვ

3 რიგი: (1 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 18 თვ

4 რიგი: (2 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 24 თვ

5 რიგი: (3 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 30 თვ

6 რიგი: (4 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 36 თვ

7-9 რიგები: 36 სნგ

10 რიგი: ამოვქსოვთ ფეხთან ერთად (დაწყებული ქუსლის მხრიდან) 5 სნგ + 13 სნგ + ამოვქსოვთ ფეხთან ერთად (დაწყებული წვერის მხრიდან) 5 სნგ + 13 სნგ = 36 თვ

11 რიგი: (4 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 30 თვ

12-13 რიგები: 30 სნგ

14 რიგი: (3 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 24 თვ

15-16 რიგები: 24 სნგ

17 რიგი: (2 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 18 თვ

18 რიგი: 1 სნგ + ამოვქსოვთ ხელთან ერთად 4 სნგ + 5 სნგ + ამოვქსოვთ ხელთან ერთად 4 სნგ + 4 სნგ = 18 თვ (ხელები უნდა იყოს ფეხების სიმეტრიულად)

19 რიგი: 18 სნგ. ვამთავრებთ შემაერთებელი თვალით და ვავსებთ სინტეფონით. თავის, შემდეგ რიგს ვიწყებთ ზურგის შუიდან.

20 რიგი: 18 სნგ

21 რიგი: 18 დმ = 36 თვ

22 რიგი: (5 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 42 თვ

23 რიგი: (6 სნგ + დმ) * 6 ჯერ = 48 თვ

24 რიგი: 12 სნგ + (დმ + 3 სნგ) * 6 ჯერ + დმ + 11 სნგ = 55 თვ

25 რიგი: 55 სნგ

26 რიგი: 17 სნგ + დკ + 7 სნგ + დაკლება სამი თვალისგან (სამი თვალიდან ერთად ამოვქსოვთ ერთ სვეტს ნამატის გარეშე, თვლების მხოლოდ წინა კედლებში) + 7 სნგ + დკ + 17 სნგ = 51 თვ

27 რიგი: 17 სნგ + 2 დკ + 3 სნგ + დკ სამი თვალისგან + 3 სნგ + 2 დკ + 17 სნგ = 45 თვ

28 რიგი: 17 სნგ + 2 დკ + დკ სამი თვალისგან + 2 დკ + 17 სნგ = 39 თვ

29 რიგი: 17 სნგ + 3 დკ + 16 სნგ = 36 თვ

30-31 რიგები: 36 სნგ

32 რიგი: (4 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 30 თვ

33-34 რიგები: 30 სნგ

35 რიგი: (3 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 24 თვ

— პლასტმასის თვალებს ვამაგრებთ 29 და 30 რიგებს შორის. თვალებს შორის მანძილი ბიჭისთვის უნდა იყოს 6 თვალი, გოგოსთვის კი — 4 თვალი.

36 რიგი: (2 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 18 თვ

— ვავსებთ სინტეფონით

37 რიგი: (1 სნგ + დკ) * 6 ჯერ = 12 თვ

38 რიგი: 6 დკ = 12 თვ

— ვხურავთ თვლებს (თავს)

— ცხვირს ვაკერებთ 26-ე რიგის ზევით. თავს ვაძლევთ სასურველ ფორმას ნაკვთების გამოყვანით (მე ვიყენებ ძაფს ALIZE COTTON GOLD 60 შავი ფერის)

ზღარბუნიას ეკლები

ეკლებისთვის ALIZE DIVA BATIK-ს ვჭრით 18 სმ სიგრძის ძაფებად, ვიღებთ ორ-ორ ცალს, ვკეცავთ ორად და ვამაგრებთ თავზე და ზურგზე როგორც ფოჩებს (ნაქსოვი თოჯინის თმებს) ყოველი ვერტიკალური და ჰორიზონტალური თვალის კედელზე. ვვარცხნით კატის (მატყლის) სავარცხლით. სავარცხელზე დარჩება ხოლმე ბუნტყლი — ეს ნორმალურია.

ხელით ნაქსოვი ზღარბუნიები

ზღარბუნიას სქემის ავტორია “რუსას ხელნაკეთი ნივთები”
კითხვების შემთხვევაში ავტორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალური ქსელების საშუალებით:

Facebook: რუსას ხელნაკეთი ნივთები • Rusa’s Handmade | Facebook
Instagram: RUSA’s Workshop (@rusasworkshop) • Instagram

ან ელ-ფოსტის მეშვეობით: rusascontact@gmail.com

კომენტარის დატოვება