მიწოდება და დაბრუნება
მიწოდების შესახებ
შეკვეთების საქართველოს ფოსტის საკურიერო სერვისით მიწოდება საქართველოს მასშტაბით
შეკვეთის განთავსება
შეუკვეთე და აირჩიე სასურველი მიწოდების მეთოდი: კურიერის მეშვეობით მისამართზე მიწოდება ან საფოსტო სერვის ცენტრიდან გატანა.
შეკვეთის დადასტურება
ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება
სერვის ცენტრში მიღება
გზავნილს მიიღებ შეკვეთაში მითითებული მისამართის მომსახურე საფოსტო სერვის ცენტრში
მისამართზე მიწოდება
გზავნილს მიიღებ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე კურიერის მეშვეობით
საქართველოს ფოსტა
მიწოდება ყველგან სადაც საქართველოა
-
საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში მიღება 8₾
შეკვეთის საფოსტო განყოფილებაში ასაღებად, შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ "საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში მიღება" და მიუთითეთ იმ სერვის ცენტრის მისამართი, რომელშიც გსურთ გზავნილის მიღება. სერვის ცენტრების მისამართების სანახავად დააწკაპუნეთ აქ
-
მისამართზე მიწოდება (სტანდარტული 1 ვიზიტი) 10₾
შეკვეთის მიწოდება გაგზავნიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში (გარდა დიდი მოცულობის შეკვეთებისა, თანხმდება ადრესატთან)
-
*მისამართზე მიწოდება (ორვიზიტიანი მომსახურება) 16₾
კურიერი ადრესატის მისამართზე მეორე ვიზიტს შეასრულებს პირველი წარუმატებელი ვიზიტიდან მომდევნო სამუშაო დღეს
-
*ჩაბარების წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში გზავნილის საფოსტო სერვისცენტრში მიღება 12₾
თუ რაიმე მიზეზით კურიერი ვერ მოახერხებს თქვენთან დაკავშირებას ან მისამართზე ვერავინ დახვდება ვიზიტის განხორციელებისას, გზავნილი გადამისამართდება საფოსტო სერვის ცენტრში საიდანაც შეძლებთ გატანას 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
-
უფასო მიწოდება 0₾
უფასო მიწოდება საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრამდე ან მისამართზე. დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობასა და მისამართზე.
- შეკვეთების გაგზავნა ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო დღეებში, შესაძლებლობის შემთხვევაში შაბათსაც.
- გზავნილის მიწოდებას კურიერი ახორციელებს გაგზავნიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში (არაუგვიანეს 20:00 სთ).
- "მოკითხვამდე" გზავნილს მიიღებთ თქვენი მისამართის მომსახურე საფოსტო სერვის ცენტრში, გაგზავნიდან მეორე სამუშაო დღეს.
- გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიწოდება 3-5 სამუშაო დღეში არაუგვიანეს 17:00 საათისა.
სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის, სტეფანწმინდის, დუშეთის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულები. - გზავნილს გაგზავნისას ენიჭება საკონტროლო კოდი, რომელიც შეგიძლიათ გაიგოთ ცხელ ხაზზე დარეკვით.
- გზავნილის ადგილმდებარეობის/სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია gpost.ge საიტზე საკონტროლო კოდის მეშვეობით ან ჩვენთან დაკავშირებით.
- *დაზღვევის მიზნით შესაძლოა საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით სარგებლობა შეკვეთის გაფორმების მომენტში: ორვიზიტიანი მომსახურება და ჩაუბარებელი გზავნილის ს/ც-ში გადამისამართება.
დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა
პროდუქციის შემოწმება და დაზიანება
- შეძენილი პროდუქცია ვიზუალურად მოწმდება გამოგზავნამდე.
- თუ პროდუქცია დაზიანდა ტრანსპორტირებისას და მისი გამოყენება შეუძლებელია, ან თუ პროდუქცია შეცდომით გამოგზავნილია, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები დაბრუნებისა ან გადაცვლისთვის.
მომხმარებლის მიზეზით დაბრუნება/გადაცვლა
თუ პროდუქცია გამოგზავნილია შეკვეთის შესაბამისად, მაგრამ მომხმარებელს სურს მისი დაბრუნება ან გადაცვლა (განწყობის, იდეის, დანიშნულების ცვლილების ან სხვა მიზეზით), გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- პროდუქტი უნდა იყოს ორიგინალურ მდგომარეობაში.
- დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ტრანსპორტირების ღირებულება ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ.
- დაბრუნებული პროდუქტის ღირებულება ანაზღაურდება მაღაზიის მიერ, ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯების გამოკლებით.
- დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საწყობის მისამართზე, ქალაქ ოზურგეთში.
გადაცვლა/დაბრუნება არ მიიღება, თუ:
- პროდუქტი გამოყენებულია.
- პროდუქტის ან ეტიკეტის დაზიანება მოხდა შეკვეთის ჩაბარების შემდეგ.
- შეკვეთის ჩაბარებიდან გასულია 14 კალენდარული დღე.
- პროდუქტი არ არის შეძენილი ჩვენს მაღაზიაში.