საინფორმაციო კითხვები

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

მივიღებ თუ არა იმავე პროდუქტს, რასაც სურათზე ვხედავ?

დიახ, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტის ფერის ტონი შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურისგან, იმ მოწყობილობის ეკრანის პარამეტრებიდან გამომდინარე, რომლითაც ნახულობთ პროდუქტის სურათს. შეძენამდე გთხოვთ გაეცნოთ პროდუქტის აღწერას.

სად შემიძლია ვნახო ჩემი შესყიდვების ქვითარი?

შეკვეთის ქვითარი/ინვოისი იგზავნება შეკვეთაში მითითებულ ელ-ფოსტაზე, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ანგარიშის რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე. თუ ელ-ფოსტა შეცდომით იყო მითითებული, შეტყობინებას ვერ მიიღებთ. ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით და მაღაზიის წარმომადგენელი მოგაწვდით მოთხოვნილ ინფორმაციას.

როგორ შემიძლია დავაბრუნო ნივთი?

ნივთის დაბრუნება შესაძლებელია შეკვეთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ:
1) თუ ნივთი გამოგზავნილია შეცდომით, ან დაზიანდა სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობით გვაცნობეთ რაც შეიძლება მალე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები.

2) თუ ნივთის დაბრუნება გსურთ უმიზეზოდ,  უბრალოდ გადაიფიქრეთ, აღარ გჭირდებათ ან სხვა, მაღაზიის მიერ ანაზღაურდება შეკვეთის ღირებულება სატრანსპორტო ხარჯების გამოკლებით.

როგორ შემიძლია გავაუქმო შეკვეთა?

შეკვეთის გასაუქმებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ზარის მეშვეობით დღის საათებში ან მოგვწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება (სმს). თუ შეკვეთა ჯერ არ არის გადახდილი ან გამოგზავნილი მაღაზიის მიერ, შეკვეთის გაუქმება არ გამოიწვევს არანაირ ხარჯებს. ხოლო თუ შეკვეთა უკვე გამოგზავნილია, მისი გაუქმება/დაბრუნება დაკავშირებული იქნება გაურკვეულ სატრანსპორტო ხარჯებთან.

სად შემიძლია მივიღო ჩემი შეკვეთა?

შეკვეთები იგზავნება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. მიწოდება ხორციელდება მისამართზე ან საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში ქვეყნის მასშტაბით.
სერვის ცენტრების ჩამონათვალს, მისამართს და სამუშაო საათებს იხილავთ ბმულზე: https://gpost.ge/help/offices

ინფორმაცია ჩვენ შესახებ

დაგვიკავშირდით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით