პირველი ვებ კატალოგი

ჩვენი ონლაინ მაღაზიის შესახებ

იზი შეიქმნა 2020 წლის თებერვალში, როგორც საქსოვი ძაფების ონლაინ კატალოგი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევდა ამ კატეგორიის პროდუქციის ონლაინ გაყიდვას.

თავდაპირველად გაიხსნა საქსოვი ძაფების მაღაზია თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც წარმოდგენილი იყო თურქული ბრენდის — Alize-ს ფერად-ფერადი პროდუქცია და საქსოვი ინსტრუმენტები, მაგრამ ე.წ. კორონა ვირუსის, კარანტინის პერიოდის დასაწყისი დაგვემთხვა. შეიძლება ითქვას, ამ მიზეზით დაჩქარდა პირველი ქართული ონლაინ კატალოგის შექმნა, სადაც წარმოდგენილი იყო საქსოვი ძაფები და მომხმარებელს მაღაზიაში ვიზიტის გარეშე შეეძლო შეეძინა ამ კატეგორიის პროდუქცია.

მიღებული გამოცდილების შედეგად გადავწვიტეთ შეგვექმნა ქართული ონლაინ მაღაზია ქსოვის და ნაქსოვი ნივთების მოყვარულებისთვის, სადაც წარმოდგენილი არის საქსოვი ძაფები და ინსტრუმენტები, ნაქსოვი ნივთები და სხვა.

ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ვცდილობთ გავუმკლავდეთ სხვადასხვა გამოწვევებს, რომლებიც ხარისხიან პროდუქციასთან, მომსახურე სატრანსპორტო და პარტნიორ კომპანიებთან არის დაკავშირებული, უკეთესი მომსახურებისთვის, თქვენთვის.

ონლაინ მაღაზია იზი 2020-2024 ©️

იზი ჯორჯია • Easy Georgia | EASYGEORGIA.GE

ჩვენ გვიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებთ

0
დაარსების წელი
0
რეგისტრირებული მომხმარებელი
0
გუნდის წევრი
0
-ზე მეტი შესრულებული შეკვეთა

ჩვენი არხები YouTube პლატფორმაზე

კაშნი და ქუდი ძაფისგან Alize Puffy

ზამთრის კაშნი და ქუდი ძაფისგან Alize Puffy, იქსოვება ხელით, ჩხირების და ყაისნაღის გარეშე

ხელით ნაქსოვი რბილი სათამაშო ბაყაყი KVAKA

სათამაშო მოქსოვილია საქსოვი ძაფით Alize Velluto, თვალები Alize Cotton Gold, ხოლო ლოყები Alize Softy