სათამაშოს ცისფერი ბრჭვიალა თვალები გამოიყენება, როგორც ნაქსოვი ისე შეკერილი სათამაშოებისთვის. თვალებს აქვთ ე.წ. ფეხი, რომელზეც ეცმევა პლასტმასის სამაგრი. ასევე შესაძლებელია ხელოვნური წამწამების დაწებება.
თვალები სათამაშოზე მაგრდება ნაქსოვის/ნაკერის დახურვამდე, მანამ სანამ წვდომა გაქვთ ნაკეთობის სახის უკანა ნაწილთან და შეგიძლიათ თვალის “ფეხზე” დასაფიქსირებელი სამაგრის ჩამოცმა. ფეხს აქვს რამდენიმე კბილანა, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა სისქის მასალაზე დამაგრება.
დარწმუნდით, რომ თვალები სათამაშოზე სწორ ადგილას გაქვთ განთავსებული და შემდეგ დააფიქსირეთ სამაგრით, რადგან სამაგრის მოხსნის მცდელობისას შესაძლოა დააზიანოთ სამაგრი ან თვითონ ნაკეთობა.
თუ გადაწყვიტეთ სათამაშოსთვის ხელოვნური წამწამების გაკეთება, სასურველია ისინი წინასწარ დააწებოთ თვალებზე და დაელოდოთ წებოს გაშრობას, რათა წებომ არ დააზიანოს სათამაშოს მასალა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.