ფლორისტული ლენტი

Original price was: 3.50 ₾.Current price is: 2.50 ₾.ცალი

წონა0.1 კგ
ზომებიარ არის
აღწერა

ფლორისტული ლენტი გამოიყენება თაიგულების დამზადებისას, რომლის იაფ ალტერნატივად “სკოჩს” იყენებენ. ფლორისტული ლენტი თვალში საცემი არაა და თაიგულის იერს მაქსიმალურად ბუნებრივს ტოვებს, შესაძლებელია ტოტების ერთმანეთზე გადაბმა განსხვავებული კომპოზიციის შესაქმნელად, ისე რომ იერი არ დავუკარგოთ.

გარდა ამისა, ფლორისტულ ლენტას ხშირად იყენებენ ხელსაქმეში, ნაქსოვი და სხვა ხელოვნური მცენარეებისა თუ ყვავილების კომპოზიციების შესაქმნელად.

ფლორისტული ლენტი, შესაძლებლობას გვაძლევს მავთულს მივცეთ მწვანე ან ყავისფერი ფერი და ამავდროულად არ დავუკარგოთ დრეკადობა.

ყვავილების გარდა გამოიყენება გვირგვინების და სხვადასხვა აქსესუარების დამზადებისას სადაც ვიყენებთ მავთულებს. მავთული შეიძლება იყოს როგორც ხელსაქმის, რომელიც საგალანტერიოებში იყიდება, ასევე სპილენძის ან სხვა (სამშენებლო მაღაზიებიდან).

გარდა ამისა, ფლორისტული ლენტი გამოგადგებათ სახლის მცენარეებისთვის, სადაც იყენებთ “ჯოხებს” ან სხვა სიმყარისთვის ჩარჭობილ ღერძს, რომ თვალშისაცემი არ იყოს.

ფლორისტული ლენტი არ არის ჩვეულებრივი წებოვანი ლენტივით წებოვანი. ეს არის კრეპის ქაღალდი, რომელიც ისეა დამზადებული, რომ ოდნავ გაწელვის შემდეგ მავთულზე თუ მცენარეზე დახვევისას, თითებით გათბობის დროს საკმარისი სიწეპოვნე გამოიმუშავოს.